დავით ზალკალიანი ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

 
23.10.2018 ლიეტუვა- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან საულიუს სკვერნელისთანშეხვედრაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვას საქართველოს გამორჩეული და განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, რაც სახება როგორც ორი ქვეყის ურთიერთობის დღის წესრიგზე, ასევე ხალხთაშორის კავშირებზე.
 
განსაკუთრებით აღინიშა ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტირიული მთლიანობის მიმართ. აღინიშნა ლიეტუვის მნიშვნელოვანი პრაქტიკული მხარდაჭერა ორივე საკითხში.
 
ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის არსებული სეტქორული თანამშრომლობის დინამიკა. აღინიშნა, რომ ლიეტუვის დახმარების პაკეტში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია, ლიეტუვა გახლავთ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორი ტვინინგის პროგრამის განხორციელებაში, რომლის ფარგლებშიც უკვე მიმდინარეობს 6 პროგრამის განხორციელება.
 
მხარეები შეთანხმდნენ მომავალში ძალისხმევა მიმართონ ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად და ამ მხრივ არსებული შესაძლებლობების იდენტიფიცირებისა და  პოტენციალის უკეთ რეალიზებისთვის.
 
საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის რეფორმების პოლიტიკას, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს, საქართველოს ჩართულობას და მის მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებში. შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლას.
 
აღინიშნა ქვეყნებს შორის ვიზიტორების მაჩვენებლის მზარდი დინამიკა, რასაც  ხელი შეუწყო ქვეყნებს შორის პირდაპირმა  ფრენებმა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა თბილისსა და ვილნიუსს შორის, მომავალი წლის გაზაფხულიდან პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობაზე.
 


 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '19670')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.