დავით ზალკალიანი მაღალი დონის კონფერენცია „სამხრეთ-სამხრეთი თანამშრომლობაში“ მონაწილეობს

20.03.2019 ბუენოს-აირესი, არგენტინა - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ქ. ბუენოს-აირესში მიმდინარე გაეროს მაღალი დონის სეგმენტის კონფერენციაში „სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობა“ მონაწილეობს.

დავით ზალკალიანი სესიის მიმდინარეობისას სიტყვით მიმართავს ღონისძიების მონაწილეებს და ყურადღებას გაამახვილებს თანამშრომლობის აღნიშნული პლატფორმის მნიშვნელობაზე, განვითარებადი ქვეყნებისთვის თანაბარი შესაძლებლობების გაზიარებაზე და საქართველოს წარმატებულ მაგალითებზე, მათ შორია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველად მონაწილებს სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის კონფერენციაში. მაღალი დონის შეხვედრა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა და არგენტინის პრეზიდენტმა მაურიციო მაკრიმ გახსნეს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი გახსნის ცერემონიის ფარგლებში ჩილეს პრეზიდენტს სებასტიან პინიერას, პარაგვაის პრეზიდენტს მარიო აბდო ბენიტესს და საგარეო საქმეთა მინისტრს ლუის ალბერტო კასტილიონის შეხვდა.