დავით ზალკალიანი მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელს შეხვდა

8 ოქტომბერს, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეხვედრა საქართველოში ვიზიტით მყოფ მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელთან, არლემ დეზირთან. შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს წარმატებული თანამშრომლობა მედიის საკითხებში  ეუთო-ს წარმომადგენლის ოფისთან. მათ შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები ისეთ სფეროში როგორიც არის დეზინფომრაციის წინააღმდეგ ბრძოლა.

განხილული იქნა საქართველოში არსებული მედიაგარემო, მედიის თავისუფლების კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი და ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმები.
 
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო მ.წ. 9-10 ოქტომბერს ქ. თბილისში დაგეგმილ სამხრეთ კავკასიის მედიაკონფერენციას,  რომელსაც საქართველო მე-16 წელია მასპინძლობს.
მედიაკონფერენცია, ეუთო-ს წარმომადგენლის ოფისის მიერ არის ორგანიზებული და მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები.