დავით ზალკალიანი ნილს შმიდტს შეხვდა

04.07.2018 ქ. ბერლინი - დავით ზალკალიანმა გერმანიის მმართველი პარტიის საგარეო პოლიტიკურ სპიკერს საქართველოს სგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო.
 

დავით ზალკალიანმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის საგარეო პოლიტიკურ სპიკერს ნილს შმიდტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე და უსაფრთხოების არსებულ გამოწვევებზე.
 
საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზას და ამ მიმართულებით არსებულ სამომავლო გეგმებს. გერმანული მხარის მიერ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს უპირობო მხარდაჭერა ყველა სტრატეგიული მიზნის განხორციელებაში. დადებითად შეფასდა საქართველოს დემოკრატიული, ეკონომიკური ტრანსფორმაცია და გატარებული რეფორმები.