დავით ზალკალიანი ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

24.09.2018 ქ.ნიუ-იორკი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა მინისტრთან იუსუფ ბინ ალავი ბინ აბულასთან.

მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ  ომანსა და საქართველოს შორის ვითარდება მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ მათ გაღრმავებას.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ყურის ქვეყნებთან საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას, მათ შორის დინამიურად ვითარდება საქართველოს თანამშრომლობა  ყურის ქვეყნების  საბჭოსთან და არაბული ქვეყნების ლიგასთან.  განსაკუთრებით გამოთქვა დაინტერესება  გაიზარდოს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვა, რასაც ხელს შეუწყობდა ამ ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები, რისი საკმაოდ წარმატებული გამოცდილებაც საქართველოს უკვე გააჩნია.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს რეგიონალურ მნიშვნელობას, მათ შორის სატრანზიტო და ენერგეტიკული მატარებლების მიმართულებით, ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს, რაც კარგ საფუძველს ქმნის ომანელ ბიზნეს წრეებთან შემდგომი თანამშრომლობისთვის.

კმაყოფილებით აღინიშნა ომანის წამყვანი ავიაკომპანიების საქმიანობა საქართველოში, რაც ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას და ხალხთაშორისი კონტაქტების ჩამოყალიბებას. მინისტრებმა გამოხატეს დაინტერესება იმუშაონ ქვეყნებს მაღალი დონის კონტაქტების გააქტიურებისთვის.