დავით ზალკალიანი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

24.10.2018 პოლონეთი - პოლონეთ ვიზიტის ფარგლებში საქრთველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან  იაცეკ ჩაპუტოვიჩთან.

მინისტრებმა კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მისცეს პოლონეთისა და საქართველოს ისტორიულ მეგობრობას და პოლონეთის აქტიურ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ  როგორც ორმხრივ, ისე სართაშორისო ფორმატებში.  ამის ერთ-ერთ გამოხატულებად შეფასდა თბილისის კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც პოლონეთი მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის განხორციელებაში. მინისტრები მიესალმნენ ვიზიტის ფარგლებში ვარშავაში დაგეგმილი  თბილისის კონფერენციის მესამე შეხვედრას, რომელიც კონცენტრირებულია კულტურასა და ენერგეტიკის საკითხებზე. 

მხარეები შეთანხმდნენ  „თბილისის კონფერენციის” გაღრმავებაზე, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნა როგორც ორმხრივი, ასევე საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა პოლონეთის უაღრესად მნიშვნელოვანი პრაქტიკული დახმარება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რაც გამოიხატება, მათ შორის პოლონეთის აქტიური ჩართულობით ტვინინგის პროგრამების განხორცეილებაში.

კიდევ ერთხელ აღინიშნა პოლონეთის, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი ინიციატორი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი როლი, აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი ხედვისა და პოლიტიკის განსაზღვრაში, განსაკუთრებით იმის გათვალსიწინებით, რომ მომავალ წელს აღინიშნა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი. რაც მინისტრების შეფასებით სათანადოდ უნდა იქნას გამოყენებული აღნიშნული ფორმატის შესახებ ცნობადობის ამაღლებისთვის, როგორც თავად აღმოსავლეთ პარტნიორობის, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა და პროგრესი ევროპული ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული ინსტიტუციური, საკანონმდებლო  და სხვა სახის რეფორმების განხორციელების კონტექსტში, მათ შორის ასოცირების შეთანხმება და DCFTA-ს წარმატებული იმპელემენტაცია, ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვია, რომელიც მიძღვნილი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი.  

მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ქვეყნებს შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკას. დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა პოლონელ კოლეგას საქართველო-რუსეთის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში ევროპელი კოლეგების ვიზიტის ორგანიზებისთვის, რაც სოლიდარობის და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი დემონსტრირება იყო. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე არსებული ვითარების განხილვისას, კიდევ ერთხელ აღინიშნა პოლონეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერა. ითქვა, რომ ადგილზე მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს საკითხის აქტუალურად განხილვა და საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

მინისტრები მიესალმნენ პოლონეთის სეიმის მიერ რუსეთ-საქართველოს ომის 10 წელთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას, სადაც პოლონეთმა კიდევ ერთხელ დაგმო, როგორც რუსეთის აგრესია, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები. 
ხაზი გაესვა საქართველოს ჩართულობის მნიშვნელობას სხვადასხვა რეგიონულ ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ფორმატებსა და პროექტებში. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ენერგეტიკული დერეფნების განვითარებაში.

მხარეები მიესალმნენ წარმატებულ  თანამშრომლობას ვიშეგრადი-აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში, აღინიშნა ვიშეგრადის ჯგუფის მხარდაჭერის განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზნებში.

განხილული იქნა ცირკულარული მიგრაციის ფარგლებში, ლეგალური დასაქმების მიმართულებით უკვე განხორციელებული ცალკეული პროექტები მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით და აღინიშნა, რომ ეს კარგ შესაძლებლობას იძლევა ქვეყნებმა დაიწყონ მუშაობა ამ მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომ განსავითარებლად.

მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებულ ეკონომიკურ თანამშრომლობას და აღნიშნეს, რომ არსებობს კიდევ უფრო დიდი პოტენციალი ამ თანამშრომლობის განვითარების, რის საფუძველს დამატებით ქმნის ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება.  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა თბილისში პოლონეთის საინვესტიცო და ვაჭრობის სააგანეტოს გახსნას. აღინიშნა  ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის  უაღრესად პოზიტიური დინამიკა, პოლონეთი ევროკავშირის ქვეყნებს შორის წამყვან პოზიციებზეა საქართველოში  ვიზიტორთა რაოდენობით, რასაც ხელს უწყობს პირდაპირი ავიაფრენები.

მაღალი შეფასება მიეცა განათლებისა და კულტურის სფეროში საქართველო-პოლონეთის ურთიერთობებს. მინისტრები მიესალმნენ კულტურის საკითხებზე სამთავრობოთაშორისო სამუშაო ჯგუფის შექმნას  მინისტრის მოადგილეების დონეზე.  ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა პოლონეთს  საქართველოს „მეხსიერებისა და სოლიდარობის ევროპულ კავშირში“ გაწევრიანების ინიციატივისთვის. აღსანიშნავია, რომ შესაბამის განზარახულობათა ოქმს ხელი მოეწერა თბილისის კონფერენციის ფარგლებში.  ​