დავით ზალკალიანი რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს შეხვდა

4.04.2019 ვაშნგტონი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და რუმინთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა - თეოდორ მელეშკანუმ ვაშინგტონში გამართული შეხვედრისას კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მისცეს ორი ქვეყნის ურთიერთობას და საქართველოს პროგრესს ალიანსი ინტეგრაციის გზაზე.
 
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო ღირებული პარტნიორია ნატოსთვის და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რასაც მოწმობს საქართველოს წარმატებული მონაწილეობა ნატო-ს სამშვიდობო მისიებში. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ორი ქვეყნის თანამშრომლობას შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, ამ მხრივ მაღალი შეფასება მიეცა საქართველოსა და ნატო-ს შორის ამ მიმართულებით უკვე არსებულ პრაქტიულ თანამშრომლობას. მინისტრებმა ასევე აღნიშნეს შავი ზღვის არა მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური, არამედ მისი ეკონომიკური და პრაქტიკული დანიშნულება და მაღალი შეფასება მისცეს რუმინეთისა და საქართველოს აქტიურ ჩართულობას შავი ზღვის სატრანზიტო ფუნქციის უკეთ წარმოჩენასა და რეალიზაციაში. მიესლამნენ ბუქარესტში გამართულ პირველ ოთხმხრივ მინისტერიალს აზერბაიჯანის, თურქმენეთის, საქართველოს და რუმინეთის მონაწილეობით.
 
ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური, ასევ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის აქტიურ დღის წესრიგს, რაც გამოიხატა ვიზიტებით და  გამოთქვა იმედი, რომ მომავალშიც საქართველო აქტიურად იქნება წრამოდგენილი, მათ შორის 70 წელთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე.
 
მინისტრი ვაშინგტონს 2019 წლის 2-5 აპრილს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს საკითებთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობის პარალელურად, დავით ზალკალიანი ნატოს წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებსა და აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.