დავით ზალკალიანი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს შეხვდა

16.08.2018 .თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა  გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა  საქართველოში (რეზიდენციით . ერევანი) არაბთა გაერთიანებული საემიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჯასიმ მუჰამედ ალ კასიმისთან.
 
დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს  ორ ქვეყანას შორის კავშირების გააქტიურებასა და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
 
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და სავაჭრო–ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის პერსპექტივები.