დავით ზალკალიანი საქართველოში ბულგარეთის ელჩს შეხვდა

8.05.2019 ქ. თბილისი- საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, შეხვედრა გამართა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დესისლავა ივანოვასთან.
 
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბულგარეთის ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტები. დადებითი შეფასება მიეცა 2019 წლის 16 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ოფიციალურ ვიზიტს ბულგარეთში, ასევე ვიზიტამდე გამართულ, საქართველო-ბულგარეთის მთავრობათაშორის სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნიკური კომისიის სხდომას.

საქართველოსა და ბულგარეთის სტრატეგიული მდებარეობიდან და ორი ქვეყნის  არსებული პოტენციალიდან გამომდინარე,  ხაზი გაესვა, ვიზიტის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების ეფექტურად შესრულების აუცილებლობას ტრანსპორტის, ენერგეტიკის და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით რაზეც მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად განაგრძობენ მუშაობას.