დავით ზალკალიანი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

18.01.2019 ქ. თბილისი-დავით ზალკალიანი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ძი იანჩის შეხვდა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველო-ჩინეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ.  ძი იანჩიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს გასული წლების განმავლობაში, საერთაშორისო ორგანიზაციების არჩევით თანამდებობებზე ჩინეთის კანდიდატურების მხარდაჭერისათვის.
 
შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (FTA)  დადებით შედეგებზე და სარტყელისა და გზის ინიციატივის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე.
 
მხარეებმა ასევე ისაუბრეს 2019 წელს მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მიზანშეწონილობაზე. ამავე კონტექსტში განიხილეს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესაძლებლობა და გამოხატეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ მომავალში.


 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.