დავით ზალკალიანი საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

27.10.2017 ქ. თბილისი - ​საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარიუშ მაშკევიჩთან. 

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელოვან ასპექტებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპის საბჭოს ფარგლებში არსებულ აქტუალურ საკითხებს.

მხარეების მიერ ხაზი გაესვა მომავალში თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობას.