დავით ზალკალიანი საქართველოში ქუვეითის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა

27.07.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა გამართა შეხვედრა საქართველოში ქუვეითის სახელმწიფოს ელჩთან (რეზიდენციით ქ. ერევანი) ნავაფ აბდულაზიზ ალენეზისთან.

შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოსა და ქუვეითს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის განვითარების გეგმები. ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციას სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით საჰაერო მიმოსვლისა და ტურიზმის სფეროებში.
 
მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს საქართველოსა და ქუვეითს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე. 

  


 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.