დავით ზალკალიანი საქართველოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

9.03.2018 ქ. თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩთან ქრისტიან ბასონთან (რეზიდენციით ქ. კიევში). ელჩი საქართველოში დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები, სავაჭრო–ეკონომიკური კავშირების გაღრმავების და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის პერსპექტივები.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა სამხრეთ აფრიკის ელჩს საქართველოსა და სამხრეთ აფრიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებაში შეტანილი წვლილისათვის და წარმატება უსურვა შემდგომ საქმიანობაში.