დავით ზალკალიანი საქართველოში ვიეტნამის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

28.05.2019 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი,  დავით ზალკალიანი საქართველოში ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს (რეზიდენციით ქ. ნურ-სულთანი), ნგუიენ თჰი ჰონგ ოანს შეხვდა.

დავით ზალკალიანმა ქალბატონ ოანს საქართველოში  ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა  მომავალ საქმიანობაში.

შეხვედრის დროს განხილულ იქნა საქართველოსა და ვიეტნამს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრი და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. ხაზი გაესვა ქართული მხარის გადაწყვეტილებას ვიეტნამში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით. გამოთქვა იმედი, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ და სავაჭრო–ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებასა და ხალხთა შორისი კავშირების განმტკიცებას.

მინისტრმა გამოხატა მზადყოფნა მომავალი თანამშრომლობისთვის და გამოთქვა იმედი, რომ ქალბატონი ოანი პირად წვლილს შეიტანს ორმხრივი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანის საკითხში.