დავით ზალკალიანი საზღვარგარეთ აშშ-ს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა

21.08.2019 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გაიმართა საზღვარგარეთ აშშ-ს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომისიის თავმჯდომარესთან, პოლ პაკერთან. 
 
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას. განიხილეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის არსებული დღის წესრიგი.
 
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კულტურისა და ხალხთაშორისი კავშირების მიმართყლებით თანამშრონლობის გაღრმავების საკითხებს.
 
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პოლ პაკერს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით.
 
შეხვედრისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს აშშ-საქართველოს  სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისკენ მიმართულ ცალკეულ ახალ ინიციატივებზე.
 
აშშ-ს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომისიის თავმჯდომარესთან, პოლ პაკერი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.