დავით ზალკალიანი სენატორ დევიდ პერდუეს შეხვდა

7.02.2019 აშშ- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა სენატორ დევიდ  პერდუესთან.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა სენატორს მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის და ამერიკის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ინიციატივებისთვის.

აღინიშნა ამერიკის კონგრესთან ბოლო წლების განმავლობაში გააქტიურებული თანამშრომლობა და ორპარტიული პოლიტიკური მხარდაჭერის მაღალი დონე, რაც მათ შორის დადასტურდა საქართველოს მხარდამჭერი აქტის სახით და იმედი გამოითქვა რომ ახალი მოწვევის კონგრესი ასევე გამოხატავს საკუთარ მხარდაჭერას ინიციატივის მიმართ.
სენატორს ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს დემოკრატიული რეფორმების, ქვეყნის განვითარების, მთავრობის ხედვების შესახებ. საუბარი შეეხო ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს და აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერას ამ გზაზე.

მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს ეკონომიკურ რეფორმებს და ამ მხრივ ქვეყნის წამყვან პოზიციებს  საერთაშორისო რეიტინგებში, ასევე საქართველოს მნიშვნელოვან  სატრანზიტო რეგიონალურ ფუნქციას. ხაზი გაესვა  აშშ-სთან სავაჭრო- ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობას და ამ მხრივ კონგრესის განსაკუთრებულ როლს.