დავით ზალკალიანი შვედეთში ქართულ დიასპორას შეხვდა

 
5.11.2019 შვედეთი- საქართველოს საგარეო საქეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შვედეთში ქართულ დიაპორასთან შეხევდრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა დიაპორასთან ურთიერთობის პრიორიტეტულობას. მისი განცხადებით სახელმწიფო აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ დაეხმაროს საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს.

დავით ზალკალიანის განცხადებით საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან ყველა საელჩოს დავალებული აქვს დიასპორის წარმომადგებლებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი დახმარება.

“დიაპორასთან ურთიერთობა ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. საქართველოს ყველა საელჩოს დავალებული აქვს დიაპორასთან  აქტიური კომუნიკაცია. საელჩო თქვენი სახლია და შესაბამისად აქ არ უნდა არსებობდეს ბარიერები”-განაცხადა მინისტრმა შვედეთში ქართულ დიაპორასთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, მას დიასპორასთან დაკავშირებული საკითხები პირად კონტროლზე აქვს აყვანილო და მუდმივად საქმის კურსშია მიმდინარე საჭიროებებთან დაკავშირებით. როგორც მინისტრმა აღნიშნა სახელმწიფო მოწადინებულია მოაგვაროს ყველა ის საკითხი რაც ქართულ დიაპორას აწუხებს. შეხვედრაზე მან მიმოიხილა დიასპორასთან კავშირების განმტკიცების მიმართულებით უკვე განხორციელებული პროექტები და ინციატივები, კერძოდ საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, დისაპორის ინიციატივების დაფინანსების ფონდი და ასევე ერთიანი უნივერსალური საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნა.

დავით ზალკალიანმა დიასპორის წარმომადგენლებს ასევე გააცნო საქართველოში მიმდინარე პროექტები, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესის, სოფლის მეურნეობის განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას. როგორც მინისტრმა აღინიშნა, პრემიერ-მინისტრის პრიორიტეტი სწორედ ინკლუზიური ეკონომიკის განვითარება და მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაა. ქვეყნის განვითარების გზაზე მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა სტაბილურობის და მშვიდობის მნიშვნელობას და ისაუბრა იმ ნაბიჯებზე რასაც საგარეო სამქეთა სამინისტრო პარტნიორებთან ერთად დგამს ამ მიმართულებით.

მან დიასპორის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა შვედეთში მისი ვიზიტის, გამართული შეხვედრების და ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის შესახებ.