დავით ზალკალიანის შეხვედრა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან

7.12.2018 მილანი - ეუთო- მინისტრთა საბჭოს 25- სხდომის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მიროსლავ ლაიჩაკთან.
 
შეხვედრაზე მინისტრები მიესალმნენ ეუთო-ში სლოვაკეთის მომავალ თავმჯდომარეობას და საქმიანობის პრიორიტეტებს, რომელთა შორის დასახელდა  ეუთო-ს ფარგლებში არსებული კონფლიქტები. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ეუთო-ს ჩართულობის მნიშვნელობას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე ვითარებას და უსაფრთხოების გარემოს, მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საკითხისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მნიშვნელობას.
 
მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველო-სლოვაკეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და კიდევ ერთხელ აღნიშნეს ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები. საქართველოს საგარეო უწყების ხელმღვანელმა მადლობა გადაუხადა მიროსლავ ლაიჩაკს საქართველოს მიმართ მისი მხრიდან გამოხატული მრავალწლიანი მტკიცე მხარდაჭერისთვის.