დავით ზალკალიანმა და ქეთევან ციხელაშვილმა სამუშაო ვახშამზე საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს უმასპინძლეს

01.11.2017 ქ. თბილისი -  2017 წლის 31 ოქტომბერს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა სამუშაო ვახშამზე უმასპინძლეს თბილისში მიმდინარე მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ საერთაშორისო ფორუმის „16+: სიტყვებიდან საქმისკენ“ მონაწილეებს, მათ შორის გაერო-სთან აკრედიტებულ ელჩებს და სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს.
 
მხარეებმა განიხილეს ფორუმის მიმდინარეობა და მოსალოდნელი შედეგები და იმსჯელეს მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მოგვარების აუცილებლობაზე, მდგრადი მშვიდობის შენარჩუნების მიზნით.