დავით ზალკალიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში აშშ-ს საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ელჩ როს ვილსონთან

7.05.2019 ქ. თბილისი- საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში აშშ-ს საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ელჩ როს ვილსონთან.
 
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები და აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონში აშშ-ს პარტნიორისა და მოკავშირის განსაკუთრებული როლი. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას და აშშ-ს მხარდაჭერის მნიშვნელობას ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქმეში.
 
დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ელჩ როს ვილსონს საქართველოში მისი დიპლომატიური მისიის განმავლობაში გაწეული ძალისხმევისთვის და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.