დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში

12.03.2019 ქ. თბილისი- საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში,რომლის ფარგლებშიც შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში დაიდგა რობერტ სტურუას სპექტაკლი-"ბედი ქართლისა".
 
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ,ირაკლი კობახიძემ.მან თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მნიშვნელობაზე ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების საქმეში.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე,თბილისის მერი -კახა კალაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები,ასევე საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები.
 
აღსანიშნავია,რომ ზუსტად 100 წლის წინ - 1919 წლის 12 მარტს პირველად შეიკრიბა საქართველოს დამფუძნებელი კრება, რომელიც თავისი შემადგნელობით, შინაარსით და ორწლიანი საქმიანობით, მართლაც უნიკალური შემთხვევა იყო არა მხოლოდ საქართველოს, არამედ იმ ეპოქის მსოფლიო დემოკრატიაში.