დავით ზალკალიანმა პატივი მიაგო ლიეტუვის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს

23.10.2018 ლიეტუვა - ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პატივი მიაგო ლიეტუვის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს, რომელიც ეძღვნება 1991 წელს ვილნიუსში საბჭოთა ჯარების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას.

მინისტრმა ასვე მოინახულა ქართველი ოფიცრის დათიკო მაჭავარიანის საფლავი. ოფიცერი 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიაში მსახურობდა, მონაწილებას იღებდა ტაბახმელასთან წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა და ვილნიუსში დასახლდა.

მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში ასევე მოინახულა ლიეტუვის დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერთა სახლი, სადაც 1918 წელს ქვეყნის საბჭოს წევრების მიერ ხელმოწერილი იქნა დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც დაცულია აღნიშნულ შენობაში.