დავით ზალკალიანმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსთან საქართველო-აშშ-ს ურთიერთობები განიხილა

19.07.2019 ვაშინგტონი- რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მიძღვნილი მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსმა მიკ მაილვეინმა კმაყოფილებით აღნიშნეს ამერიკის მოქმედ ადმინისტრაციასთან არსებული მაღალი დონის ურთიერთობა და საქართველოს მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერა, რაც აისახა როგორც მაღალი დონის ვიზიტებში, ასევე თავდაცვისა და უსაფრათხოების სფეროში გაძლიერებულ თანამშრომლობასა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების განმტკიცებისკენ გადადგმულ ნაბიჯებში.
 

ხაზი გაესვა საქართველო- ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც აშშ მიმდინარე ადმინისტრაციის პერიოდში უმაღლეს ნიშნულზეა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს რელიგიის საკითხებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში მონაწილეობისთვის, რომელიც სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს პატრონაჟით უკვე მეორედ იმართება.
 
 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '22507')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.