დავით ზალკალიანმა თურქ ხალხს ეროვნული დღე მიულოცა

29.10.2019 ქ. თბილისი- საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ  ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და თურქ ხალხს, საქართველოს მთავრობის სახელით, მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა უსურვა.

დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს და  დადებითად შეაფასა საქართველოსა და თურქეთს შორის სხვადასხვა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის შესანიშნავი ურთიერთობები და თანამშრომლობა გაგრძელდება და ჩვენი პარტნიორობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ორმხრივ, ისე  რეგიონულ და მრავალმხრივ დონეზე ყველა ჩვენი ინიციატივის რეალიზაციაში და ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის განვითარებასა და კეთილდღეობას“ - აღნიშნა მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობას ეკონომიკის სფეროში და ორი ქვეყნის ჩართულობას საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანსპორტო და ენერეგტიკულ პროექტებში.

დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა თურქეთის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.