დავით ზალკალიანს არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა

13.09.2018 ქ. თბილისი-  საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩმა ისა აბდულა აბდულრაჰმან ალნოაიმიმ რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს.
 
რწმუნებათა სიგელების ასლის გადაცემის ცერემონიალის შემდეგ გამართულ  შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა  არაბთა გაერთიანებული საემიროების გადაწყვეტილება საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ისა აბდულა აბდულრაჰმან ალნოაიმი გაერთიანებული საემიროების  პირველი რეზიდენტი ელჩია საქართველოში.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და საემიროებს შორის დღის წესრიგში არსებული საკითხების სრული სპექტრი და ხაზი გაესვა კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის და სხვა სფეროებში. მხარეები შეთანხნდნენ მომავალ მჭიდრო თანამშრომლობაზე.

აღინიშნა, რომ საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების საელჩოს გახსნა, რომლის ოფიციალური ცერემონია ახლო მომავალში გაიმართება, მნიშვნელოვნად  შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას და ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებას.