დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ დიასპორის წარმომადგენლებს ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადაეცათ

 
1.02.2019 დიდი ბრიტანეთი - დიდ ბრიტანეთში, საქართველოს საელჩოში, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძისა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თამარ ბერუჩაშვილის შეხვედრა დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე დიასპორის წარმომადგენლებს გადაეცათ საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლების სახელმძღვანელოები.
ღონისძიებაზე საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ელჩმა ხაზი გაუსვა საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში  დიასპორის საკითხების პრიორიტეტულობას და ისაუბრა იმ ინიციატივებზე, რაც უწყებას გააჩნია  საზღვარგარეთ ქართული დიაპორის გასაძლიერებლად და სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველსაყოფად.
 
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს  „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“განხორციელება, რომლის ფარგლებშიც  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით მომზადდა  საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის  ქართული ენის სწავლების  ინტეგრირებული პროგრამა და სახელმძღვანელო, რომელიც საკვირაო სკოლებს სახელმწიფოსგან საჩუქრად გადაეცემათ.