დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა ორგანიზაცია „Royal Society for Asian Affairs“-ში საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

12.03.2018 დიდი ბრიტანეთი- დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა მონაწილეობა მიიღო ორგანიზაცია „Royal Society for Asian Affairs“-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, სადაც საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარდგინა. ელჩმა ისაუბრა  საქართველოს ისტორიისა და თანამედროვეობის, განხორციელებული რეფორმების,შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ. თამარ ბერუჩაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ეროვნულ და რეგიონულ უსაფრთხოებაზე. პრეზენტაციის დასასრულს, ელჩმა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მაღალი რანგის ყოფილი სახელმწიფო მოხელეები, დიპლომატები, ეკონომიკური წრეებისა და აკადემიის წარმომადგენლები.

„Royal Society for Asian Affairs“ 1901 წელს დაარსდა ლონდონში, როგორც აპოლიტიკური და არაკომერციული ინსტიტუტი. ორგანიზაცია მოწოდებულია, კვლევისა და ანალიზის გზით, ხელი შეუწყოს აზიისა და აზიის მიმდებარე ქვეყნებში მიმდინარე საშინაო თუ საგარეო საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას.