დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) საიუბილეო სესიაში მიიღო მონაწილეობა

6.03.2018 დიდ ბრიტანეთი - საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთში და საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში თამარ ბერუჩაშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საზღვაო რგანიზაციის 70 წლის საიუბილეო სესიაში და 7 მარტს  შეხვედრა გამართა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივ კიტაკ ლიმისთან (Kitack Lim).

IMO-ს გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს საერთაშირისო საზღვაო ორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარე აქტიური თანამშრომლობისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს, როგორც მზარდი საზღვაო ქვეყნის მისწრაფებების მიმართ.

თამარ ბერუჩაშვილმა  IMO-ს გენერალურ მდივანს საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე (GIMF2018) ოფიციალური მოსაწვევი გადასცა, სადაც განხილვის მთავარი თემა IMO-სა და EBRD-ს შორის ახალი პარტნიორობის პერსპექტივებში საქართველოს ჩართულობა იქნება.

ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II,რომელმაც IMO-ს გენერალურ მდივანთან ერთად საიუბილეო მემორიალი გახსნა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 27 დეკემბერს  თამარ ბერუჩაშვილი არჩეულ იქნა IMO-ს ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად.


      
 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.