დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში ქართველი პოეტის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა

 
9.02.2018 ქ.ლონდონი - დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში  საქართველოს საელჩოში ქართველი პოეტის, ხათუნა წულაძის ინგლისურენოვანი ლექსების კრებულის „I’ll Tell the World” პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს დიდ ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა და ლექსების ავტორმა ხათუნა წულაძემ. პოეტმა  საკუთარ შემოქმედებასა და პროექტზე „I’ll Tell the World“ ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ ლექსების კრებული ასევე მოიცავს ცნობილი ბრიტანელი მსახიობისა და რეჟისორი გაი მასტერსონის მიერ  ლექსების აუდი ჩანაწერს.  პროექტის თანახმად, იგეგმება წიგნის მიხედვით სპექტაკლის დადგმაც.
პრეზენტაციას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ბრიტანელი რეჟისორი, გაი მასტერსონიც ესწრებოდა.