დუბლინის მერია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

24.05.2017 დუბლინი, ირლანდია - ​ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და დუბლინის მერიის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, დუბლინის ცენტრში საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა. საქართველოს დროშები ირლანდიის დედაქალაქში 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით იქნება აღმართული.

აღსანიშნავია, რომ უკვე მეორე წელია, რაც ორი ქვეყნის მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ნიშნად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დუბლინში საქართველოს დროშები აღიმართება. ტრადიციას გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი.