დუბლინში ორგანიზებულ ევროკავშირის საერთაშორისო კონკურსში ახალგაზრდა ქართველმა მეცნიერებმა მესამე ადგილი მოიპოვეს

 
20.09.2018 ქ. დუბლინი- ირლანდიაში საქართველოს დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა  შეხვედრა გამართა დუბლინში ჩატარებული ახალგაზრდა გამომგონებლების კონკურსში გამარჯვებულ ქართველ ახალგაზრდებთან. 
 
 
ქართულმა დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ მარინა გუჯაბიძე, შორენა გუჯაბიძე, დეა ილარიონოვა, ევა ხუხაშვილი, თამარ მიქელაძე, ნინო ხუნძაკიშვილი, ანი თეთრაშვილი და ჯგუფის ხელმძღვანელი -მარინა გვიმრაძე -   კონკურსში 3-ე საპრიზო ადგილი მოიპოვა.  
 
 
ირლანდიაში საქართველოს დროებითმა რწმუნებულმა მიულოცა  ქართველ ახალგაზრდებს კონკურსში გამარჯვება და ხაზი გაუსვა, რომ  ამ პოპულარულ ღონისძიებაში ქართველი ახალგაზრდების მონაწილეობა და პირველ სამეულში საპრიზო ადგილის მოპოვება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ირლანდიაში, ასევე ზოგადად ევროკავშირის სივრცეში საქართველოს და ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროს პოპულარობას.
 
 
საქართველოს კონკურსში წამყვანი ადგილის მოპოვება მიულოცეს კონკურსის ორგანიზატორებმა და მასპინძლებმა.  
 
 
აღსანიშნავია, რომ “ახალგაზრდა გამომგონებლების ევროკავშირის 30-ე კონკურსი ", რომელიც ირლანდიის პრეზიდენტმა მაიკლ ჰიგინსმა გახსნა, ევროკომისიის ეგიდით ჩატარდა და მასში მონაწილეობა  38 ქვეყნის 139 წარმომადგენელმა მიიღო.  ღონისძიების დასკვნითი ცერემონიალი 2018 წლის 18 სექტემბერს გაიმართა და საპრიზო ადგილის მფლებელებს სიგელები გადასცა ირლადიის უმაღლესი განათლების მინისტრმა მერი მიტჩელ ო კონორმა.