ეგვიპტეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაცია ეწვია

 14.12.2018 ეგვიპტე-ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია მთავრობის თავმჯდომარის, ვახტანგ ყოლბაიას ხელმძღვანელობით.
 
 
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საელჩოში, გაიმართა წიგნის „აფხაზეთი, საქართველო: ისტორია, პოლიტიკა და კულტურა“ (არაბულ ენაზე) პრეზენტაცია და პრეს-კონფერენცია. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების და ქართული მხარის სამშვიდობო ინიციატივების შესახებ.
6 დეკემბერს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის შეხვედრა „აინ შამსის“ უნივერსიტეტის პრეზიდენტთან პროფესორ აბდელ ვაჰაბ ეზასთან და ვიცე-პრეზიდენტთან პროფესორ აბდელ ნასერ ბადავისთან . შეხვედრის დროს საუბარი შეეხო საქართველოს, მათ შორის, აფხაზეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და „აინ შამსის“ უნივერსიტეტს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის წევრებმა ასევე შეხვედრა გამართეს  კაიროს სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან. გამართული შეხვედრის დროს, რომელშიც ეგვიპტის მხრიდან მონაწილეობდნენ პალატის პრეზიდენტი იბრაჰიმ მაჰმუდ ელარაბი და პალატის მმართველი საბჭოს სხვა წევრები ხაზი გაესვა ბიზნესისა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის განვითარების და ორმხრივი პროექტების შემუშავების მნიშვნელობას.