ეგვიპტეში 9 აპრილის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

10.04.2019 ეგვიპტე- ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალექსანდრე ნალბანდოვმა, გამართა 9 აპრილის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სპეციალური პრესკონფერენცია ეგვიპტის მასობრივი ინფორმაციის წამყვან საშუალებათა წარმომადგენლებისათვის


შეხვედრის დროს ელჩმა ვრცლად ისაუბრა საბჭოთა რეჟიმის მიერ 30 წლის წინ ჩადენილი დანაშაულის, კერძოდ სამხედრო ძალის გამოყენებით მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ სისხლიანი ანგარიშსწორების შესახებ, რომელიც , საბოლოოდ, საბჭოთა კავშირის დასასრულის დასაწყისად იქცა.


ამასთან, მოწვეულ ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ 1989 წლის 9 აპრილისადმი მიძღვნილ ვიდეო მასალებს.