ეგვიპტეში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს

19.06.2019 ეგვიპტე - ქ. კაიროში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება.

სტუმრებს სიტყვით მიმართა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალექსანდრე ნალბანდოვმა. ელჩმა ისაუბრა ქვეყანაშიგანხორციელებული დემოკრატიული რეფორმების და მის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. მან ყურადღბა გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ამასთან, საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და საქართველო-ეგვიპტეს შორის არსებულ ურთიერთობების აქტუალურსაკითხებზე.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ენახათ საქართველოსადმი მიძღვნილი ვიდეორგოლები და დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში აკრედიტებული ელჩები, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი საზოგადოებისა , ბიზნეს სექტორის და ქართულიდიასპორის წარმომადგენლები.