ეგვიპტეში საქართველოს ელჩი გაცნობითი ვიზიტით ქ. ფაიუმს ესტუმრა

11.04.2018 . ფაიუმი - ეგვიპტის ფაიუმის პროვინციის გუბერნატორის მიწვევით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, ალექსანდრე ნალბანდოვი, გაცნობითი ვიზიტით . ფაიუმს ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი ფაიუმის გუბერნატორ გამალ სამის შეხვდა. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე გამახვილდა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ბიზნეს წრეების წარმომადგენლები. დიალოგის რეჟიმში მიმდინარე დისკუსიის დროს გამოიკვეთა ეგვიპტის მხარის მნიშვნელოვანი დაინტერესება ბიზნესისა და ინვესტიციების სფეროში ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩი გაეცნო ქ.ფაიუმის ტურისტულ პოტენციალსა და არსებულ ინფრასტრუქტურას.