„ელჩების კონფერენცია 2018“-ის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ იმსჯელეს

21.12.2018 თბილისი - საქართველოს პარლამენტშიელჩების კონფერენცია 2018 - ქართული დიპლომატია თავისუფლების, კეთილდღეობისა და განვითარებისათვისგრძელდება. მეოთხე სამუშაო დღე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ  პრეზენტაციებით დაიწყო, რომლებიც  სხვადასხვა დეპარტამენტების დირექტორებმა წარადგინეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ ყარაულაშვილმა  ევროინტეგრაციის საგზაო რუკის „Roadmap2EU“- ს შესახებ ისაუბრა.  მან აღნიშნა, რომ დოკუმენტი, რომლის დევიზია „მეტი ინტეგრაცია ახალი შესაძლებლობებისთვის“ ორიენტირებულია ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოვებაზე და საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე  ახალი შესაძლებლობების გახსნაზე. არჩილ ყარაულაშვილმა აღნიშნა, რომ საგზაო რუკის ერთერთი ამოცანაა ასოცირების ხელშეკრულების მიღმა წასვლა, ამ კუთხით, მან ხაზი გაუსვა ინსტიტუციონალური სტრუქტურის გაძლიერების შესაძლებლობისა და ევროკავშირის სააგენტოებთან მეტი თანმშრომლობის აუცილებლობას.

ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ცენტრის დირექტორმა, თინათინ ბრეგვაძემ ისაუბრა სასაწავლო ცენტრის მიერ 2018 წელს განხორციელებულ მიღწევებზე,  მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე.  რეფორმებზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ  2018 წელს ცენტრმა შეიცვალა ფუნქციური დატვირთვა და მას დაემატა კვლევითი და ანალიტიკური კომპონენტი. თინათინ ბრეგვაძემ,  ცენტრის ერთ-ერთ პრიორიტეტად დიპლომატების და სხვა საჯარო მოახლეებისთვის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება და ადგილობრივ და რეგიონულ უნივერსიტეტებთან აქტიური თანამშრომლობა დაასახელა.

საკუთარ გამოსვლაში, სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დირექტორმა  თორნიკე ნოზაძემ სტრატეგიული კომუნიკაციების  აქტუალურობასა და გამოწვევებზე ისაუბრა, რაც ერთის მხრივ გამოწვეულია ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებით, ხოლო მეორეს მხრივ ანტიდასავლური პროპაგანდით, რაც გამოწვევას წარმოადგენს მთელი დასავლური სამყაროსთვის. მან ისაუბრა სხვადასხვა დასავლური ქვეყნების მიერ პროპაგანდასთან გამკლავების გზაზე დაგროვილ გამოცდილებასა და მიდგომებზე და აღნიშნა, რომ ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდას ენიჭება.  თორნიკე ნოზაძემ ასევე ისაუბრა დეპარტამენტის ფუნქციებსა და ამოცანებზე და ხაზი გაუსვა საზღვარგარეთ საქართველოს ცნობადობისა და იმიჯის ამაღლების, ციფრული დიპლომატიის განვითარებასა და მისი ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობას და ამ კუთხით იმ გადამწყვეტ როლს, რომელიც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმოადგენლობებს ეკისრებათ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა დეპარტამანეტის დირექტორმა, მარინე ნარჩემაშვილმა ისაუბრა საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიასთან და საზოგადოებთან ეფექტური კომუნიკაციის გზებზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ არსებულ აუდიოტორიასთან და ყურადღება გაამახვილა ამ კუთხით ეფექტიანობის ზრდის მიზნით განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე. მან ყურადღება ასევე გაამახვილა საქართველოს იმიჯის ამაღლებასა და პოპულარიზაციაში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, ნინო ბოლქვაძემ  2018 წლის საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები წარადგინა. მან აღნიშნა, რომ ცენტრის მიზანია ქვეყნის შიგნის სტრატეგიული კომუნიკაციის გატარება, მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვება და იმ სტერეოტიპების დანგრევა, რომელიც ნატოს და ევროკავშირის შესახებ რეგიონებში ვრცელდება. ნინო ბოლქვაძემ ასევე 2019 წლის გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იანვრიდან იწყება ახალი აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებული მასშტაბული პროექტი, რომელის ფარგლებშიც გაძლიერდება ცენტრის მანდატი და მისი რეგიონული შესაძლებლობები.

სესიის ფარგლებში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ირმა ქევხიშვილმა ისაუბრა ადამიანური რესურსის კუთხით განხორციელებულ რეფორმებზე და კადრების შეფასების ახლად  დანერგილი სისტემაზე, რაც წარმოადგენს შედეგებზე ორიენტირებულ მიდგომას და მიზნად ისახავს ადამიანური რესურსის ეფექტიანი მართვის ხელშეწყობას და თანამშრომელთა მოტივაციის ზრდას.

ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა დიმიტრი ლაბაძემ წარადგინა ერთიანი, ეფექტიანი და უსაფრთხო ელექტრონული სისტემის პროექტი და გააცნო დიპლომატებს ის შესაძლებლობები რასაც ეს სიტემა იძლევა.

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ დიპლომატებს შესაძლებლობა ქონდათ ამომწურავი პასუხები მიეღოთ კითხვებზე, წარედგინათ რეკომენდაციები და ინიციატივები.