ელჩების კონფერენცია 2019-ის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა - „საქართველო და მეზობელი ქვეყნები“

18.12.2019 ქ. თბილისი - ელჩების კონფერენცია 2019-ის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა - „საქართველო და მეზობელი ქვეყნები“. მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ. საპანელო დისკუსიაზე მომხსენებლებად წარდგნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი მალხაზ მიქელაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი საგანელიძე და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს მეზობელი ქვეყნების შიდა და საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ასპექტები, მათი ურთიერთობები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ევროკავშირთან, ევროპულ ქვეყნებთან და რუსეთის ფედერაციასთან. 
ასევე, საპანელო დისკუსიაში მონაწილე ელჩებმა ისაუბრეს მათ ადგილსამყოფელ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობის ფორმატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის პერსპექტივებზე, აგრეთვე, ქვეყნებში მიმდინარე რეფორმებსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე.