ელჩების კონფერენცია 2019-ის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა - „აშშ და საქართველო; სამხრეთ ამერიკაში მიმდინარე მოვლენები“

18.12.2019 ქ. თბილისი - ელჩების კონფერენცია 2019-ის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა - „აშშ და საქართველო; სამხრეთ ამერიკაში მიმდინარე მოვლენები“. 

საპანელო დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორმა გვარამ ხანდამიშვილმა, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ, არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით სოლომონიამ.    

შეხვედრაზე განიხილეს აშშ-სთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და არსებული მჭიდრო ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების პერსპექტივები. ხოლო საპანელო დისკუსიაში მონაწილე ელჩებმა ისაუბრეს რეგიონის უახლეს გამოწვევებზე, რეგიონულ ეკონომიკურ ორგანიზაციებში არსებულ სიტუაციაზე, მათი ადგილსამყოფელი ქვეყნების შიგნით მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე, საქართველოსთან თანამშრომლობაზე და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მათი მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მიმართებით მდგომარეობაზე.