ელჩების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა თემაზე--„მულტილატერალიზმის პრინციპები სტაბილურობისა და მდგრადი განვითარებისთვის“

19.12.2018 ქ. თბილისი - ელჩების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე - „მულტილატერალიზმის პრინციპები სტაბილურობისა და მდგრადი განვითარებისთვის“ საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს. გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს ურთიერთობების შესახებ.

ხაზი გაესვა,საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას საერთაშორისო სისტემის ფარგლებში და საქართველოს წვლილს გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაში. კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, ყურადღება გამახვილდა ორმხრივი და მრავალმხრივი დიპლომატიის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ, ეუთოში და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა დავით დონდუამ, ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ვიქტორ დოლიძემ და ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი გივიაშვილმა.

შეხვედრას მოდერაციას უწევდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი შალვა ცისკარაშვილი.