ელჩების კონფერენციის ფარგლებში პარლამეტის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

19.12.2018 ქ. თბილისი- ელჩების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა  საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა შეხვედრა პარლამენტის წევრებთან.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საგარეო უწყების და პარლამენტის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პარლამენტის საზედამხედველო როლს და საკონსტიტუციო ცვლილებებს.
შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის საქმიანობის და  სტრატეგიის შესახებ, ასევე ყურადღება გამახვილდა სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობაზე საგარეო ურთიერთობების მიმართულებით. აღინიშნა პარტნიორ ქვეყნებთან საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობა. ასევე  საუბარი შეეხო საპარლამენტო დიპლომატიას და სამომავლო გეგმებს.
სესიის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ევროინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმართულებებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო დიასპორასთან დაკავშირებულ საკითხებს და სამომომავლო გეგმებს.