ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩის გამოსამშვიდობებელი მიღება

19.12.2017 ესპანეთი - ქ. მადრიდში ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩის გამოსამშვიდობებელი მიღება გაიმართა, ზურაბ პოლოლიკაშვილი 2018 წლის 1 იანვრიდან მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის რანგში გააგრძელებს მოღვაწეობას. 

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა, ესპანეთის კონგრესის თავმჯდომარემ ანა პასტორმა და ესპანეთის ტურიზმის სახელმწიფო მდივანმა მატილდე აზიანმა.

საკუთარ გამოსვლაში ზურაბ პოლოლიკაშვილმა საქათველოსა და ესპანეთს შორის არსებულ მეგობრობაზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა ესპანურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. საქართველოს ელჩი მიესალმა საქართველოსა და ესპანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს, რომელიც 2017 წელს აღინიშნება. ზურაბ პოლოლიკაშვილმა საკუთარ გამოსვლაში შეაფასა მისი მოღვაწეობა ესპანეთში საქართველოს ელჩის რანგში. მან მადლობა გადაუხადა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს კანდიდატის მხარდაჭერისთვის.

ესპანეთის კონგრესის თავმჯდომარემ ანა პასტორმა საკუთარ გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. როგორც კონგრესის თავმჯდომარემ აღნიშნა ბოლო წლებში ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისათვის. ანა პასტორმა კიდევ ერთხელ მიულოცა ზურაბ პოლოლიკაშვილს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად არჩევა.

ესპანეთის ტურიზმის სახელმწიფო მდივანმა მატილდე ასიანმა ისაუბრა საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებულ მჭიდრო კავშირებზე და ორი ქვეყანის მსგავსებაზე, როგორც მან აღნიშნა საქართველოს,ისევე როგორც ესპანეთს იბერიას უწოდებდნენ. მან კიდევ ერთხელ მიულოცა ზურაბ პოლოლიკაშვილს UNWTO-ს გენერალურ მდივნის პოსტზე არჩევა და სამომავლოდ ნაყოფიერი თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრა.

მიღებას ესწრებოდნენ მადრიდში ვიზიტით მყოფი მონტენეგროს მდგრადი განვითარებისა და ტურიზმისმინისტრი, პაველ რადულოვიჩი, ესპანეთის ოფიციალური პირები, დეპუტატები და სენატორები, მადრიდშიაკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისთანამშრომლები, კულტურის, სპორტისა და პრესის სფეროს წარმომადგენლები.