ესპანური საინფორმაციო წყაროები ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს ეხმაურებიან

25.01.2019 - პუბლიკაციებში, რომელსაც ესპანური საინფორმაციო სააგენტოები აშუქებენ, აღნიშნულია, რომ   საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ესპანეთს სამუშაო ვიზიტით  პარასკევს ეწვია.
 
ესპანურ მედიაში აღნიშნულია, რომ დავით ზალკალიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრთან, ჟოზეპ ბორელთან და ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელთან, ფერნანდო გრანდე მარლასკასთან. ამასთან, იგი ეწვევა სენატს, სადაც მის პრეზიდენტს, პიო გარსია ესკუდეროს შეხვდება. მინისტრი ესპანეთის დედაქალაქში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთანაც გამართავს შეხვედრას.
 
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ 2004 წელს საქართველოს მთავრობამ ესპანეთში საელჩო გახსნა. საელჩოს გარდა, ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოც მოქმედებს.
 
ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველომ და ესპანეთმა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავი 2017 წლის 10 ივლისს აღნიშნეს.
 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.