ესტონეთის კინოს მუზეუმში ანა ურუშაძის ახალი ქართულ-ესტონური ფილმის „საშიში დედის“ პრემიერა გაიმართა

30.04.2018 ქ. ტალინი ესტონეთის კინოს მუზეუმში ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, კომპანია „Allfilm“-თან თანამშრომლობითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. ქართველი რეჟისორის ანა ურუშაძის ახალი ქართულ-ესტონური ფილმისსაშიში დედისპრემიერა გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ესტონეთის ხელისუფლების, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურის წრეებისა და მედიის წარმომადგენლები, ისევე როგორც ესტონეთში აკრედიტებული ელჩები და ესტონეთში წარმოდგენილი ქართული დიასპორის წევრები.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, თეა ახვლედიანმა და ესტონეთის პარლამენტის პრეზიდენტმა, ეიკი ნესტორმა.
ფილმის ჩვენების შემდგომ გაიმართა დისკუსია რეჟისორთან, ცნობილი ესტონელი კინოკრიტიკოსის ტრისტან პრიიმაგის მოდერატორობით.
კინოჩვენების პარალელურად, მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, საელჩოს მიერ წარმოდგენილი იყო ძველი ქართული ფილმების აფიშების გამოფენა.

პროექტი განხორციელდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავის აღნიშვნის ეგიდით და წარმოადგენს წლის განმავლობაში ამ ისტორიული თარიღის წარმოჩენისათვის საელჩოს მიერ შემუშავებული პროგრამის ნაწილს.