ესტონეთის პარლამენტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით ფოტო-გამოფენა გაიხსნა

5.03.2018 ესტონეთი - საქართველოს საელჩოს ორგანიზებით  ესტონეთის პარლამენტში გაიმართა ფოტო-გამოფენა „50 ქალი საქართველოდან“. ღონისძიებას ესწრებოდნენ ესტონეთის მთავრობის და პარლამენტის წევრები, სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.გამოფენაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი თეა ახვლედიანი და ესტონეთის პარლამენტის პრეზიდენტი ეიკი ნესტორი.

საკუთარ გამოსვლში საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ესტონეთისათვის  2018 წლის  განსაკუთრებულ დატვირთვას, რადგან ორივე სახელმწიფო საიუბილეო თარიღს აღნიშნავს, საქართველოს შემთხვევაში  პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავი აღინიშნება. მან ხაზი გაუსვა საქართველოს დემოკრატიული განვითარების ისტორიულ საწყისებს რისი გამოხატულებაც არის გამოფენა "50 ქალი საქართველოდან", რადგან მასში წარმოდგენილია ქალის ისტორიული როლი და გავლენა საქარტველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებაში. 

საკუთარ გამოსვლაში ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომრემ მიულოცა საქართველოს საიუბილეო თარიღი და  ხაზი გაუსვა საქართველოს მიმართ ესტონეთის ერთგულ მხარდაჭერას და მჭიდრო მეგობრულ დამოკიდებულებას.

აღნიშნული გამოფენის დათვალიერება  მარტის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.



         
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.