ესტონეთში ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართა

20.02.2018  ქ. ტალინი -ტალინის საკონცერტო  დარბაზ „ნორდეა“-ში,  ქართული ნაციონალური ბალეტის - ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართა, რომელსაც 1800-მდე მაყურებელი დაესწრო.
 
ღონისძიების დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეა ახვლედიანმა,რომელმაც ისაუბრა საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებული ჰარმონიული ურთიერთობების  გაღრმავებისთვის ხელოვნებისა და კულტურის უდიდეს მნიშვნელობაზე.
 
ელჩის განცხადებით, 2018 წელს უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს  საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკებისთვის, რადგან ამ წელს, აღნიშნული ქვეყნები დამოუკიდებლობის  100  წლისთავს აღნიშნავენ. ელჩმა ესტონეთის სახელმწიფოსა და ხალხს მიულოცა ეს მნიშვნელოვანი თარიღი.

აღსანიშნავია, რომ ქართულმა ნაციონალურმა ბალეტმა ესტონელი მაყურებლის უდიდესი მოწონება დაიმსახურა.