ესტონეთში ჟურნალისტებისთვის ქართული სამზარეულოს მასტერკლასები გაიმართა

14.02.2020 ესტონეთი - ესტონეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, ქართული სამზარეულოს გაცნობისა და პოპულარიზაციის, ასევე საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ესტონეთში კულინარიისა და ტურიზმის მიმართულებით მოღვაწე ჟურნალისტებისათვის ქართული სამზარეულოს მასტერკლასები გაიმართა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს 5 რეგიონის - აჭარის, რაჭის, გურიის, სამეგრელოს და კახეთის დამახასიათებელი სამზარეულო.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ