ესტონეთში ქართული ღვინის პოპულარობა იზრდება

24.04.2017 თბილისი -  ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიკსერი ქართული ღვინის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნო. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სამუშაო ვახშამზე ქართველმა კოლეგამ უმასპინძლა.

როგორც მინისტრებმა აღნიშნეს ესტონეთის მხრიდან დიდა ინტერესი ქართული ღვინით და ქართული ღვინის იმპორტი ბოლო წლების განმალობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, ასევე განსაკუთრებით აღინიშნა ესტონური მხრიდან ქართული წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქტებით დაინტერესება. მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.