ესტონეთში საქართველოს ელჩი ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

28.04.2017, ტალინი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში, თეა ახვლედიანი, ქ. ტალინში აკრედიტებული ქალბატონი ელჩების არაფორმალურ ფორმატში, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს შეხვდა.

 
არაფორმალურ შეხვედრაზე გენდერული თანასწორობის საკითხები განიხილეს, კერძოდ,  27-28 აპრილს, ქ.ტალინში მიმდინარე კონფერენციის  („ესტონეთში კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ახალი გამოწვევები - გენდერული თანასწორობის გაუმჯობესება და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“) კონტექსტში.
 
სამუშაო ვახშამზე აღნიშნულ სფეროში ესტონეთში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს. საქართველოს ელჩმა და მისმა კოლეგებმა შესაბამის ქვეყნებში ქალთა უფლებების დაცვისა და განმტკიცების მიზნით გატარებულ და დაგეგმილ ნაბიჯებზე ისაუბრეს. ყურადღება ქალთა უფლებების დაცვის იმ ღონისძიებებზე გამახვილდა, რომლებიც დღეს, კონფერენციაზე, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას გაჟღერდა.