ესტონეთში საქართველოს რესპუბლიკის პირველი ოფიციალური წარმომადგენლობისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა

8.6.2018 ესტონეთი- საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის  100 წლის იუბილეს ფარგლებში, ესტონეთის რესპუბლიკაში 1920-1921 წლებში მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის პირველი ოფიციალური წარმომადგენლობისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა.
 
ცერემონია საზეიმოდ გახსნეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა, თეა ახვლედიანმა და ტალინის მერმა, ტაავი აასმა.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს თეა ახვლედიანმა   სიტყვით მიმართა. ელჩმა
აღნიშნული  ღონისძიების მნიშვნელობა და ისტორიული კონტექსტი მიმოიხილა და საქართველო-ესტონეთისთვის მემორიალური დაფის სიმბოლურ დატვირთვას გაუსვა ხაზი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ესტონეთის მთავრობის, პარლამენტის, ესტონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კულტურული წრეების, მედიის, აგრეთვე ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
 
ღონისძიება საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, ტალინის მერიის მხარდაჭერით, საქართველოსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და თბილისის მერიის თანადგომით განხორციელდა.