ეტონეთში საქართველოს ელჩი ქართელ სტუდენტებს შეხვდა

4.12.2018  ესტონეთი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა ახვლედიანი, ესტონეთში მოღვაწე ქართველ სტუდენტებს შეხვდა. ყოველწლიური ღონისძიება საქართველოს საელჩოსა და ესტონეთში „არქიმედეს ფონდის“ ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
 
ღონისძიებაზე  სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა ახვლედიანმა და “არქიმედეს ფონდის” მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ჰანნო ტომბერგმა.
 
საქართველოს ელჩმა სტუდენტებთან მოკლედ მიმოიხილა საქართველოსა და ესტონეთს შორის გაღრმავებული თანამშრომლობით მიღწეული პროგრესი. ელჩმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნისათვის საიუბილეო თარიღის - 100 წლის იუბილეს მნიშვნელობას.
 
ქვეყნის ეროვნულ პრიორიტეტებზე და ესტონეთის მიერ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაზე საუბრისას, თეა ახვლედიანმა განსაკუთრებული აქცენტი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე გააკეთა.